„ვეღარ მღერის და რა ქნას“ - „20 წლის წინ ჩაწერილ ფონოგრამებზე გააღო პირი“ - (ვიდეო)

10:29 08-20-2018
22357

17 აგვისტოს, ბათუმში უცნობის სოლო კონცერტი გაიმართა. კლუბის „სექტორი“ მიმდებაზე სანაპიროზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა. 18 წლიანი პაუზის შემდეგ, გრანდიოზული შოუ პროგრამა - ასე ანონსდებოდა უცნობის მორიგი გამოჩენა სცენაზე. მიუხედავად იმისა, რომ კონცერტზე უამრავმა არამიანმა მოიყარა თავი და კარგადაც იმხიარულა, გამოჩდნენ ისეთებიც (შედარებით „ყურიანები“), ვინც უკმაყოფილებას გამოთქვამდა მომღერლის უპატივცემლობის გამო მაყურებლის მიმართ. კონცერტიდან მეორე დღესვე სოციალურ ქსელში გაჩნდა სტატუსები, თუ როგორ გააღო პირი უცნობმა 20 წლის წინ ჩაწერილ ფონოგრამებზე და როგორ მოატყუა მატყურებელი ბენდთან ერთად.

ერთ-ერთ ლაივში კარგად ჩანს, როგორ ითხოვს მომღერალი მიკროფონის ჩართვას, რომ მაყურებელს მიმართოს.

გთავაზობთ კომენტარებს, რომლებიც სოციალურ ქსელში ამოვიკითხეთ და ვიდეოს კონცერტიდან.

მაია სტეფნაძე: - „მაყურებელს რომ დაუვიწყარ შოუს შეპირდები, უამრავი ხალხი 3 საათი ფეხზე დამდგარი რომ გელოდება, რომ გამოხვალ და 20 წლის წინათ ჩაწერილ ფონოგრამებზე პირს გააღებ, კაი, მე ჯანდაბას, ყველაფერი მინახავს და ამასაც გავუძლებ, მაგრამ ეს ბავშვები მაინც შეიცოდე, ყველა შენი სიმღერა ზეპირად რომ იციან... მართლა უნდა დააჰაჰაო რაა... მართლა მაგარ შოუებს დგამდა წარსულში და ეხლაც ველოდი დიდ სიამოვნებას... ბედიც უკრავდა და ისიც მღეროდა პლიუსზე, გამიტყდა...“

გია ჯაჯანიძე: - ვერ დავწერ რასაც ვფიქრობ, დაგინდობ“.

თაკო დოლაბერიძე: - „რა ჰგონიათ, ხალხი ვერ ხვდება ფონოგრამას, თუ რა? სირცხვილია“.

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ვეღარ მღერის და რა ქნას“

 

 



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი