მერაბ ჭანუყვაძე რჩება ჩვენს გუნდში და გადმოვა თბილისში - სოზარ სუბარი

11:57 08-20-2018
113

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა საკუთარი ნებით ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დატოვა. გუშინ პრემიერს შეხვდა და გადაწყდა, რომ იგი გუნდში დარჩება და თბილისში განაგრძობს საქმიანობას.

"მერაბ ჭანუყვაძემ ჯერ კიდევ 2 კვირის წინ გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ, თუმცა მაშინ თხოვნა თხოვნა იყო, რომ გარკვეული პერიოდი დარჩენილიყო. გუშინ შედგა შეხვედრა მასსა და პრემიერ-მინისტრს შორის, და საბოლოოდ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ის რჩება ჩვენს გუნდში და გადმოვა თბილისში. ზუსტად არ მაქვს პასუხი, სად გააგრძელებს საქმიანობას, მაგრამ სახელმწიფო უწყებაში" - განმარტა სუბარმა.

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაყძემ თანამდებობა ოფიციალურად დღეს დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

„ჩემო მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა! ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი წარმომეჩინა ჩემთვის განსაკუთრებული მხარე!! მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობას და ჩემს გუნდს, თქვენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩემთვის. ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის და ჩემი ქვეყნის სამსახურში“, – წერს ჭანუყვაძე.

დღეს, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს რეგიონების ახალი გუბერნატორები წარადგინა. გურიის რეგიონში, ახალი გუბერნატორი ზურაბ ნასარაია იქნება.

ავტორი: