ვაინონა რაიდერმა განაცხადა რომ მეოთხედი საუკუნეა კიანუ რივზთან ქორწინებაშია - " ეს წმინდა ვალენტინის ხსენების დღეს მოხდა"

13:45 08-20-2018
1699

ჰოლივუდის ვარსკვლავები, ვაინონა რაიდერი და კიანუ რივზი, ახალ რონანტიკულ კომეედიაში Destination Wedding, მონაწილეობენ. ფილმის პრემიერა, რომლის რეჟისორია ვიქტორ ლევინი, 2018 წლის აგვისტოში, ლოს-ანჟელესში გაიმართა. 

რომენტიკული კომედიის მთავარი გმირები ლინდსი და ფრენკი არიან, რომლებიც საერთო ნაცნობის ქორწილში, ერთად აღმოჩნდებიან. ლინდსი, სიძის ყოფილი შეყვარებულია, ხოლო ფრენკი, მისი ნახევარძმა. 

ფილმის გმირი, ფრენკი, რომელსაც მსახიობი კიანუ რივზი ასრულებს, პირად ცხოვრებაშიც იგივე ამპლუაშია - 53 წლის მსახიობი, არც ერთელ არ ყოფილა დაქორწინებული. ამიტომ, პილმის პრემიერის დაწყებამდე, ჟურნალისტებმა ამ თემას,  გვერდი ვერ აუარეს. მიზეზი, თუ რატომ არ ჰყავს ცოლი კიანუს, ვაინონამ ახსნა. მსახიობი ამბობს, რომ მეოთხედი საუკუნეა, კანუ ქორწინებაშია... ვაინონასთან. 

ვაიდერმა, ინტერვიუში გაიხსენა 1992 წელს გადაღებული ფილმის დრაკულას ეპიზოდი, სადაც წყვილი ქორწინდება. 

ჩვენ სინამდვილეში დავქორწინდით ფილმში დრაკულა.  ღმერთს ვფიცავარ, დღემდე ვფიქრობ, რომ ჩვენ რეალურ ცხოვრებაშიც ვიქორწინეთ. ამ კადრში,  ფრენსისი(ფორდ კოპოლა), რომელიც მღვდლის როლს ასრულებს, სინამდვილეშიც, რუმინელი მღვდელია.  ასე რომ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სინამდვილეშიც დაქორწინებულები ვართ - აცხადებს ვაინონა. 

და  ჩვენ ვუთხარით დიახ? - შეეკითხა ვაინონას კიანუ. 

შენ ალბათ არ გახსოვს, რომ ეს წმინდა ვალენტინის ხსენების დღეს მოხდა - ამბობს ვაინონა. 

ღმერთო ჩემო, ჩვენ სინამდვილეშიც ცოლ-ქმარი ვართ! - პასუხობს კიანუ.

შეგახსენებთ, რომ კიანუ რივზის, ყველაზე გახმაურებული რომანი, ჯენიფერ საიმისთან ჰქონდა.  1999 წელს, წყვილი შვილს ელოდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ბავშვი დაკარგეს. ორი წლის შემდეგ კი, საიმი, ავტოკატასტროფაში, დაიღუპა. 

დასავლური წყაროს ინფორმაციით, მსახიობს, სავარაუდოდ რომანი ჰქონდა ასევე, შარლიზ ტერონთან და რუს მსახიობთან, ანა სკიდანოვასთან. 

მსახიობი, ვაინონა რაიდერი, 2011 წლიდან, დიზაინერ სკოტ მაკინლეი ჰანომს ხვდება. 2018 წლის გაზაფხულზე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი, ახლო მომავალში, დაქორწინებას აპირებს.   

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი:

   

ავტორი: რუსა ღვანიძე