შოკი! სასექსის ჰერცოგინიას მამამ სამეფო ოჯახის წევრები სექტის მიმდევრებს შეადარა - "იყიდე იდეალური ცოლი"

15:19 08-20-2018
2486

სასექსის ჰერცოგინიას მამამ, ტომას მარკლიმ, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, თავი ვერ შეიკავა და სამეფო ოჯახის მიმართ, ისევ სკანდალური განცხადება გააკეთა.  

მამაკაცი აცხადებს, რომ სამეფო ოჯახის წევრები, ერთ-ერთი სექტის თაყვანისმცემლები არიან. 

საინფორმაციო წყარო The Sun-თან ინტერვიუში, ტომასმა, სამეფო ოჯახი, ერთ-ერთ სექტას შეადარა: 

ისინი, საიენტოლოგიის სექტის წევრები ან რომანის სტეპფორდის ცოლების გმირები არიან. თუ მოკრეს ყური, რომ მათზე ვინმე რამეს ამბობს - კარებს, ცხვირწინ გიხურავენ. ისინი, კულტის მიმდევრებს გვანან, როგორც საიენტოლოგიის სექტის წარმომადგენლები - გიხურავენ კარებს, ყურებს, თითებით იხშობენ, რომ ვერაფერი გაიგონ. შესაძლებელია, მათ, თავიანთი საიდუმლო ხელქვეითები ჰქავთ! თქვენ ვერ შესძლებთ კითხვას დასმას, თუ არ სურთ პასუხის გაცემა - აცხადებს ტომას მარკლი. 

შეგახსენებთ, რომ ფილმში სტეპფორდის ცოლები, რომლის რეჟისორია, ფრენკ ოზი, ახალგაზდა წყვილი, ჩამოდის მანჰეტენიდან კეთილმოწყობილ პროვინციულ ქალაქში, სტეპფორდში და აღმოაჩენს, რომ ადგილობრივი მამაკაცებს, ცოლების მაგივრად, რობოტები ჰყავთ. კიბორგების გაყიდვა მიმდენარეობს ლოზუნგით: იყიდე იდეალური ცოლი.

 

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე