მსახიობ, ანრი ბიბინეიშვილის ამაღელვებელი პოსტი დედას
„როგორ გადის დრო...
ამას, რასაც ახლა ვწერ არასდროს ვაპირებდი მეთქვა საჯაროდ, მაგრამ იქ სადაც ყველაფერზე, სწორზეც და არასწორზეც ერთი რეაქცია აქვთ, მე მაინც ვწერ!!!
თან ჩემს სივრცეში, ჩემი სამეგობროსთვის!
იქ, სადაც მე ვცხოვრობ ბათუმში, სადაც გავიზარდე, სულ თავიდან 16 კვადრატული ოთახი იყო, რომელიც ჩემმა დედამ, რაღაც კონსტრუქციებით შემოღობა, სხვას რომ გონოდა პატრონი ყავსო და კაცის როლი მოირგო, ვინაიდან მამას ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს და ის, ნაქირავებში საწოლში იწვა, ლეიბის ნაცვლად დედაჩემის პალტოზე!
პარალელურად დედა, ყრუმუნჯთა საზოგადოებაში მუშაობდა, დღის მეორე ნახევარში საკონდიტროში, ხოლო ღამით არასდროს ეძინა და არც მე და ჩემს დას გვეძინა, რადგან საკერავ მანქანასთან იჯდა დედა და ჩანთებს კერავდა... ჰო, ასე იყო იმიტომ, რომ არაფერი მოეკლო მისი ქმრისა და შვილებისათვის!!! ის, 16 კვადრატული, 120 გახადა და დღესაც იბრძვის ჯანმრთელობა შერყეული ჩემი დედ-მამა!
როგორ გადის დრო...
დედი!!! მიყვარხარ და, ის ცხოვრება ბევრად მენატრება, სიყვარულით რომ ვთბებოდით უშეშობისგან, ვიდრე ახლანდელი, 396 კილომეტრიდან, რომ ვერ გიკრავ გულში და გეუბნები: შენ ქალი ხარ, რომელიც არსად არასდროს შემხვედრია, არც მე და არც არავის! დღეს 55 -ჯერ გეუბნები სული მტკივა ისე მინდა შენთან და 45 წლის შემდეგ, ასჯერ ჩაგიკრავ გულში!!!
მიყვარხარ დედა!
მადლობა და ბოდიში ყველაფრისთვის! ბოდიში, რომ უკეთესი შვილი არ ვარ! მაპატიე, ასეთი ვარ.
ასეთი.... ვიღაცისთვის იდიოტი, უნიჭო... შენთვის ყველაფერი. ხოდა ის ვიღაცეები არაფერია, მთავარია შენთვის რა ვარ! მენატრები და გთხოვ, იხარხარე სულ!
როგორ გადის დრო..“