მეგან მარკლის მამა, მამაკაცის ტანსაცმლის ხაზის გამოშვებას აპირებს

15:43 08-20-2018
161

სასექსის ჰერცოგინიას, მეგან მარკლის ირგვლივ კვლავ მითქმა-მოთქმაა. ამჯერად, ტაბლოიდები იმაზე საუბრობენ, რომ მეგანის მამა, ტომას მარკლი მამაკაცის ტანსაცმლის ხაზის გამოშვებას აპირებს. 

ჟურნალი ELLE იუწყება, რომ ამის შესახებ ტომას მარკლის ქალიშვილმა, მეგანის ნახევარდა სამანტა გრანტმა დაწერა სოციალურ ქსელში, საკუთარ ტვიტერზე.

ტაბლოიდები იმაზეც წერენ, რომ ამ წამოწყებით, ტომას მარკლი ცდილობს ქალიშვილის გავლენიანი სახელის საშუალებით მეტი ფული იშოვოს. 

მას შემდეგ, რაც ტომას მარკლი მეგანისა და პრინცი ჰარის ქორწილში არ მივიდა, ან არ დაპატიჟეს, სასექსის ჰერცოგინიასა და მამამისზე არაერთი სტატია დაიწერა. როგორ ჩანს მამა-შვილს არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს. მამა, ამას არც უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს, ბრიტანეთში, სამეფო ქორწილი გაიმართა. პრინცმა ჰარიმ და ამერიკელმა მსახიობმა მეგან მარკლიმ ჯვარი უინძორის სასახლეში დაიწერეს.

ავტორი: