"ნინო გვენეტაძე არის ზეწოლის მსხვერპლი..."- გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობოებს ხვდება

15:55 08-20-2018
136

მინდა ჩამოვაყალიბოთ შეხედულება ერთ კანდიდატურაზე, რომელიც იქნება მაღალი კვალიფიკაციის, მორალის რომ განახორციელოს რეფორმა. ასევე, მინდა გამოვრიცხო მისი პოლიტიკური ან კლანობრივი აფილაცია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კონსულტაციების ფარგლებში სამოქალაქო სექტორთან შემაჯამებელი შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა,  ქვეყანაში სასამართლოს განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესაც განსაკუთრებული როლი აკისრია. 

ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი შტო, სასამართლო, როგორც ქართული საზოგადოების მხრიდან ასევე ჩვენი პარტიორების მხრიდან არაერთხელ გამხდარა რეკომენდაციების მოთხოვნის ობიექტი. განსაკუთრებით გაშიშვლდა ეს პრობლემა როცა იზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გადადგა. გადადგომა არ არის პრობლემა მაგრამ ფონი როგორიც მოხდა, ფონი რომელიც წინ უსწრებდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის განცხადებას, რომ ის არის ზეწოლის მსხვერპლი, ეს ფონი ჩვენ ამ ფაქტის მიმართ გულგრილად ვერ დაგვტოვებს. დღეს ვართ განსაკუთრებულ მდგომარეობაში, იმისთვის რომ მოვახდინოთ სასამართლოს განვითარება და ბუნებრივია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამისთვის უმნიშვნელოვანესია.

მთელი ვითარების გათვალისწინებით, მინდა ჩამოვაყალიბოთ შეხედულება ერთ კანდიდატურაზე, რომელიც იქნება მაღალი კვალიფიკაციის, მორალის რომ განახორციელოს რეფორმა. ასევე, მინდა გამოვრიცხო მისი პოლიტიკური ან კლანობრივი აფილაცია. მინდა სრული ჩართულობით მოხდეს კანდიდატურის შერჩევა. ასეთი ადამიანის გასვლის შემთხვევაში მას ექნება მაღალი ლეგიტიმაცია არჩევის შეეთხვევაში,- განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კონსულტაციების ფარგლებში, ავლაბრის რეზიდენციაში სამოქალაქო სექტორთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს.

 

ლელა მდივანი