ბენ აფლეკმა დაბადების დღე "Playboy"-ს მოდელთან ერთად აღნიშნა - ვინ არის მსახიობის ახალი შეყვარებული

16:53 08-20-2018
726

ჰოლივიდის მსახიობი ბენ აფლეკი და ლინდსი შუკუსი, თითქმის ორი თვეა, ერთად აღარ გამოჩენილან. წყვილის თაყვანისმცემლები აცხადებენ, რომ შეყვარებულებს შორის ურთიერთობა, დაიძაბა. 

სოციალურ ქსელებში, გავრცელდა, ბენის ფოტოები ქერა, სექსუალურ ქალბატონთან ერთად - მსახიობის ახალი რჩეული, Playboy-ის მოდელი, შონა სქსტონია.

როგორც აღმოჩნდა, 15 აგვისტოს, ბენ აფლეკის დაბადების დღე იყო, რომელიც შვილებთან - 9 წლის სერაფიმთან, 12 წლის ვიოლეტთან და 6 წლის სამუელთან ერთად გაატარა, ხოლო მეორე დღეს, მაიამში, რესტორან Nobu-ში აღნიშნა, სადაც პაპარაცებმა, შონასთან ერთად დააფიქსირეს.

საინტერესოა, სად იმყოფებოდა ამ დროს, მისი ყოფილი შეყვარებული, ლინდსი! 

შეგახსენებთ, რომ მსახიობების, ბენ აფლეკის და მისი ყოფილი მეუღლის, ჯენიფერ გარნერის სიყვარულის ისტორია, ჯერ კიდევ არ დასრულებულა.  წყვილმა სასამართლოში, განქორწინების ფინალური დოკუმენტების გაფორმება, ამ დრომდე ვერ მოახერხეს.  რამდენიმე ხნის განმავლობაში, თუკი წყვილი, კვლავ ვერ შესძლებს საბუთების შეგროვებას, სასამართლო, განქორწინების თაობაზე, განცხადებას გააუქმებს.

იხ. ფოტოკოლაჟი:

  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე