საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 20 ახალი სახანძრო მანქანა შეიძინა

15:04 08-21-2018
94

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ავტოპარკის განახლება დაიწყო. უწყებამ 20 ახალი სახანძრო მანქანა შეიძინა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მაღალი გამავლობის მანქანები ტყის ხანძრებისთვისაა განკუთვნილი და მათი უპირატესობა მოძრაობაში ცეცხლის ქრობაა.

პირველი ეტაპზე საქართველოში 6 სახანძრო მანქანა შემოვიდა, რამდენიმე კვირაში საქართველოს საზღვარს დამატებით 14 ახალი ტყის სახანძრო მანქანა გადმოკვეთს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახალ მანქანებს იმ ქალაქებში გადაანაწილებს, სადაც ტყის ხანძრების მაღალი რისკია.