მოსკოვის მკვიდრმა ყოფილი მეუღლე სიცოცხლეს გამოასალმა და თავად სუიციზმის მსხვერპლი გახდა - ვიდეორგოლი

15:48 08-21-2018
876

ქ. მოსკოვში, 19 აგვისტოს, მკვლელობა მოხდა.  საინფორმაციო წყარო tv.m24-ის ინფორმაციით, მოსკოვში მცხოვრებმა პენსიონერმა, ანატოლი სიმონოვმა, ყოფილ ცოლს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

უბედური შემთხვევა, ბაშილოვსკის ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიასთან მოხდა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი, მამაკაცმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევის ადგილზე, კრიმინალური პოლიციის და საგამოძიებო უწყების თანამშრომლები იმყოფებოდნენ. 

ტელეარხი Москва 24-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ზუსტად იგივე შემთხვევა, დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილშიც დაფიქსირდა.

ხაბაროვსკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, ერთ-ერთმა ადგილობრივმა მკვიდრმა, მეუღლესთან ჩხუბის დროს, ცეცხლასროლი იარაღიდან, ცოლის მიმართ, გასროლა განახორციელა და მეუღლე სიცოცხლეს გამოასალმა, რის შემდეგაც თავად, სუიციდის მსხვერპლი გახდა.

ქალბატონი, ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მამაკაცი, მძიმე მდგომარეობაში, კლინიკაშია გადაყვანილი.  

იხ. ვიდეორგოლი:

 

 
ავტორი: რუსა ღვანიძე