წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია, საქართველოში გიწვევთ, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის - 30 აგვისტოსადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენაზე - “არ დამივიწყო“.
საქართველოში, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, 2400-ზე მეტი ადამიანია, გაუჩინარებული, რომელთა ოჯახები, დღემდე გაურკვევლობაში იმყოფებიან, მათი ახლობელი ადამიანების უცნობი ხვედრის გამო.
ყოველწლიურად, ამ დღეს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახები, მთელი საქართველოდან იკრიბებიან, რათა, კიდევ ერთხელ გაიხსენონ, მათი საყვარელი ადამიანები, გაუზიარონ ემოციები ერთმანეთს და ფართო საზოგადოებას.
ფოტო-გამოფენა ასახავს, თუ რა კეთდება უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებისა და მათი ოჯახების თანადგომისათვის - რა სირთულეებს აწყდებიან ისინი ყოველდღიურად და რა შედეგები მოაქვს, მათვის ახლობელი ადამიანის გაუჩინარებას.
თქვენი მონაწილეობა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძებაში - ▸არ დამივიწყო◂, ძალიან მნიშვნელოვანია მათი ოჯახებისათვის, რათა იგრძნონ, თქვენი მხარდაჭერა.
გამოფენას, 30 აგვისტოს 15:00 საათიდან, 2 სექტემბრის ჩათვლით, უმასპინძლებს, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურული ცენტრი „მუზა“ - მისამართი: ქ.თბილისი, კუს ტბის ქუჩა #1.