ცინიკური არგუმენტია, მიქაუტაძის უარი, ჩემს უარს არ ნიშნავს - ნაზი ჯანეზაშვილი

17:09 08-21-2018
145

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევის საკითხზე კონსულტაციებში ჩართვასთან დაკავშირებით, კომუნიკაცია არ ყოფილა. მითუმეტეს, რომ მას კოლეგებისგან განსხვავებული მოსაზრება ხშირად აქვს. ამიტომ, პრეზიდენტის მრჩევლის დღევანდელ განცხადებას ცინიკურს უწოდებს:

"ცინიკური არგუმენტია, რადგან საბჭოს წევრების შვებულებაში ყოფნის მიზეზად დასახელება, რომ შეხვედრაზე არ მივიდნენ პრეზიდენტთან, ცოტა უცნაურია. პირადად ჩემთან კომუნიკაცია არ ყოფილა.

როდესაც მიქაუტაძისგან უარი მიიღეს, მათ უნდა ჰქონოდათ კომუნიკაცია ჩემთან, რადგან მე მოსამართლე წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ხშირად მაქვს. გაუგებარია, რატომ მიიჩნიეს, რომ მიქაუტაძის უარი, ჩემს უარსაც ნიშნავდა. ეს არის ცინიკური პასუხი ამ ჩემს კრიტიკულ დამოკიდებულებაზე საკითხის მიმართ" - განუცხადა "პრაიმტაიმს" ნაზი ჟანეზაშვილმა.

პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ კი განაცხადა, რომ პროცესში ჩართვა და აქტიური მონაწილეობა როგორც იუსტიციის საბჭოს, ასევე უზენაეს სასამართლოს შესთავაზა, თუმცა მათგან უარყოფითი პასუხები მიიღო.

ავტორი: