რიჩარდ გირი და მისი ფეხმძიმე მეუღლე კვიპროსზე ისვენებენ - "სწორედ მან შესძლო ჩემი სულის და ცხოვრების შევსება" (ფოტოკოლაჟი)

17:36 08-21-2018
3009

რიჩარდ გირი და მისი ახალგაზრდა მეუღლე, 36 წლის ბიზნესვუმენი, ალექსანდრა სილვა, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ისვენებენ.

პაპარაცებმა წყვილი, რამდენიმე დღის წინ, კუნძულ კვიპროსზე, ნავით გასეირნების დროს დააფიქსირეს. ვარსკვლავების ფოტოები, სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ბოლო ხანებია, ისე წყნარად და ბედნიერად ვცხოვრობ, როგორსაც მთელი ცხვოვრება ვნატრობდი - ამბობს გირი, რამდენიმე ხნის წინ ინტერვიუში.

მასთან შეხვედრამდე, შეგრძნება მქონდა, რომ სულიერად დაცლილი ვიყავი, ამ ბნელი გვირაბის ბოლოს, თუ როდესმე გამოჩნდებოდა სინათლე, არ მჯეროდა. მაგრამ, სწორედ რიჩარდმა შესძლო, ჩემი სულის და ცხოვრების შევსება - ამბობს ალექსანდრა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავს, რიჩარდ გირს, აგვისტოს ბოლოს, 69 წელი უსრულდება.

1991-95 წლებში, მსახიობი ქორწინებაში იყო სუპერმოდელთან, სინდი კლოუფორდთან.

2002-2003 წლებში, ის ოფიციალურად დაქორწინდა, მსახიობთან და ყოფილ მოდელთან, კერი ლოუელთან, რომელთანაც ერთადერთი ვაჟი, გომერ ჯეიმს ჯიგმი შეეძინა.

2018 წლის მაისში კი, ვარსკვლავმა, მესამედ იქორწინა, ბიზნესვუმენთან, ალექსანდრა სილვასთან. წყვილი, მალე შვილს ელოდება. 

რიჩარდმა, რამდენიმე ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მშვიდი ცხოვრება, რამდენიმე ხნით დაარღვიოს და კინო გადაღებებს დაუბრუნდეს. ის,BBC-ის პროექტში, მრავალსერიან მხატვრულ ფილმში MotherFatherSon მიიღებს მონაწილეობას.   

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე