ზუზუ ბეჟაშვილი მუხათგვერდის სასაფლაოზე მამის გვერდით დაკრძალეს - ემოციური კადრები (ვიდეორგოლი)

11:46 08-22-2018
10848

მსახიობის, ზაზა(ზუზუ) ბეჟაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი, 21 აგვისტოს, ქ. თბილისში, ღვთისმშობლის შობის ტაძარში გაიმართა, რის შემდეგაც, მუხათგვერდის სასაფლაოზე გადაასვენეს.  

მეგობრების ვარაუდით, მსახიობის გარდაცვალების მიზეზი, გულის პრობლემები იყო.

შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს, ზუზუ ბეჟაშვილი, ქ. თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ლიფტში, გარდაცვლელი იპოვეს. გარდაცვალების საქმეზე, შსს გამოძიება, სისიხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

21 აგვისტოს, ქართველი მსახიობი, ზაზა ბეჟაშვილი, მუხათგვერდის სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალეს. 

ავტორი: რუსა ღვანიძე