სკანდალი! რა გახდა ნიკი მინაჟის დაპირისპირების მიზეზი კაილი ჯენერთან

13:19 08-22-2018
547

ამერიკელი რეპერი და მომღერალი, ნიკი მინაჟი, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელის საშუალებით, ტრევის სკოტს დაუპირისპირდა. სკანდალის მიზეზი, ტრევისის ალბომის Astrowold, ლიდერობა დახდა - რეპერს ნიკი, სწორედ ამ ფაქტის გამო დაუპირისპირდა. მან პირველი ადგილი დაკარგა. მისმა ალბომმა Queen, Billboard-ის ჩარტში, მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ნიკიმ, ნამდვილი სკანდალი და საქმიანი გარჩევები, სოციალური ქსელის,Twitter-ის საშუალებით განახორციელა. ტრევისის დამსახურებით, მან კაილი ჯენერი და მისი ქალიშვილი სტორმი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ტრევისის ახალი ალბომის წარმატება, მისი ქალიშვილის დამსახურებაა:

მთელი ჩემი ენერგია ჩავდე, ახალი ალბომის ჩაწერისას, კაილი ჯენერი კი, სოციალურ ქსელში, ტრევისის ტურნეს აანონსებს და წერს რომ ის და მისი ქალიშვილი სტორმი, მზად არიან კონცერტისთვის. ეს ყველაფერი სასაცილოა, ჩემს ალბომს -  Queen, 86 ქვეყანაში, რეკორდი მაჩვენებელი ჰქონდა და პირველი ადგილი დაიმსახურა. მადლობა უფალს და ჩემს თაყვანისმცემლებს- წერს ნიკი.

სოციალურ ქსელში, ნიკის, თაყვანისმცემლებმა, მხარი არ დაუჭირეს: - საშინელება და არასწორია,  შენი წარუმატებლობა სხვას დააბრალო! ტრევისის ალბომი, ობიექტურად უკეთესია! - წერენ სოციალურ ქსელში.

ნიკიმ, თავი იმართლა საზოგედოების წინაშე და პოსტი გამოაქვეყნა: ადამიანები ფიქრობენ რომ მე ვწუხვარ და ვბუზღუნებ! ეს ხომ მხოლოდ სარკაზმია. გკოცნით ყველას და მიყვარხართ - წერს ნიკი.  

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე