ნატო სამხედრო ინფრასტრუქტურას რუსეთის საზღვრებთან სულ უფრო და უფრო ახლოს წევს და საპასუხოდ მოსკოვმა ინფრასტრუქტურა უნდა გააუმჯობესოს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სოჭში, ფინელ კოლეგასთან, საული ნიინისტესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი, ავიაგამანადგურებლების ფრენის წესებთან დაკავშირებით მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს.