სექტემბრიდან ბათუმს ახალი ავტობუსები მოემსახურება

19:16 08-22-2018
239

ბათუმს სექტემბრიდან 15 ახალი მუნიციპალური ავტობუსი მოემსახურება. წლის ბოლომდე, ქალაქში, 40 ახალი ავტობუსი იმოძრავებს.

15 ახალი ავტობუსი ბათუმის პორტში უკვე შემოვიდა, თუმცა ქალაქის ქუჩებში პირველად პირველ სექტემბერს „ბათუმობის“ დღესასწაულზე გამოჩნდება. ახალი ტრანსპორტი პირველ დღეს მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.

ავტობუსების ფერის შერჩევაზე ბათუმის მერიამ ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა. გადაწყდა, რომ ბათუმელების უმრავლესობას ლურჯი ფერი მოსწონს, შესაბამისად, ახალი ავტობუსები ლურჯი ფერის იქნება.

ავტორი: