თენგიზ ფხალაძე: მერკელის ვიზიტის თემა იქნება უსაფრთხოების პრობლემები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ

12:39 08-23-2018
58

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე საქართველოში გერმანიის კანცლერის ოფიციალურ ვიზიტს აფასებს და აცხადებს, რომ ანგელა მერკელის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს.

"უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ განხილული იქნება დღის წესრიგის ძალიან ფართო სპექტრი, რომელიც საქართველო-გერმანიის ურთიერთობებში არსებობს.

ეს არის როგორც ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, ასევე, მრავალმხრივი ფორმატები, როგორიცაა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

ვიზიტისას ერთ-ერთი უმთავრესი თემა იქნება უსაფრთხოების პრობლემები და ის ვითარება, რაც შექმნილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ზოგადად, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

ბუნებრივია, განხილული იქნება ის საკითხები, რამაც უფრო უნდა აამაღლოს და უფრო ინტენსიური გახადოს საქართველო და გერმანიის ურთიერთობები, აქ საუბარი ეხება როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე კულტურულ-ჰუმანიტარულ კავშირებს.

განხილული იქნება პოლიტიკური დღის წესრიგის ყველა ის საკითხი, რაც დაეხმარება საქართველოს ევროპულდა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, რადგან საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან თავდაცვის სფეროში და რაც უფრო ერთად გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიას და უფრო მეტად დაცულს გახდის საქართველოს”, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

ავტორი: