ვენსან კასელი 30 წლით უმცროს მოდელზე ქორწინდება - "მონიკას როცა დავჭირდები მის გვერდით გავჩნდები"

12:40 08-23-2018
2964

51 წლის მსახიობი, ვენსან კასელი და 21 წლის მოდელი, ტინა კუნაკი, ახლო მომავალში, ქორწილის ცერემონიისთვის ემზადებიან. 

ჟურნალ Vanity Fair-ის ინფორმაციით, ცერემონია, აგვისტოს თვეშია დაგეგმილი.  რამდენიმე დღის წინ, ჟურნალმა, მსახიობთან, ინტერვიუ ჩაწერა: 

მყავდა მეუღლე, ორი ქალიშვილი მყავს და მათთვის ყველაფერს ვაკეთებ. მარტოხელა კაცივით ვცხოვრობდი. კარგად ვერთობოდი, მაგრამ რაღაც მომენტში, მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება ცარიელია. არც მიფიქრია, რომ ცხოვრების თანამგზავს შევხვდებოდი, მაგრამ შევცდი. მინდა წარმოგიდგინოთ ქალბატონი, რომელიც, რაც პირველ რიგში შემიძლია გითხრათ, ჩემზე გაცილებით უმცროსია - ამბობს კასელი ინტერვიუში. 

ვენსანი აცხადებს, რომ ჩვენ არ ვირჩევთ, ცხოვრების თანამგზავრს, ყველაფერი, თავისით ხდება. როცა მსახიობმა, ტინას ასაკი გაარკვია, გაოგნებული დარჩა.

გაცნობიდან მეორე დღეს, გავაანალიზე არა მარტო ის ფაქტი, რომ ტინა, ჩემზე გაცილებით უმცროსია, არამედ მისი მამის მდგომარეობა, როცა იმ საღამოს, მისი ქალიშვილი, საკმაოდ გვიან დაბრუნდა სახლში. ამ დღის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ტინა, ლანჩზე დამეპატიჟებინა. იმ წუთში ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი ნამდვილი სიგიჟეა - ჩვენ ხომ, მხოლოდ გუშინ გავიცანით ერთმანეთი. მაგრამ მე ეს მაინც გავაკეთე! - ამბობს ვენსანი.

ამ ისტორიას, ტინაც ადასტურებს და ამბობს, რომ გაცნობის საღამოს, მამასთან ერთად, მისი ძმაც იმყოფებოდა. მათ, ბევრი ისაუბრეს კინოს შესახებ და კარგი დროც გაატარეს.  ამის შემდეგ კი, მათი ურთიერთობა დაიძაბა.

ქორწინება - დაპირებაა, რასაც ნამდვილი ოჯახის შესაქმნელად, ერთმანეთს ვაძლევთ - ამბობს ვენსანი. 

მსახოიბი, არც იმ ფაქტს გამორიცხავს, რომ მათ, შესაძლოა, შვილებიც გააჩინონ.

როცა ვენსანმა, რამდენიმე თვის წინ, ხელი მთხოვა, ძალიან გამიკვირდა. ამის შესახებ, ჩვენ არასდროს არ გვისაუბრია. იმ წუთში პასუხი ვერ გავეცი, რადგან ასეთ შემოთავაზებას არ ველოდი - ამბობს ტინა. 

როგორც ვიცით, მოდელმა, ტინა კუნაკმა, შეყვარებულს პასუხი გასცა -დიახ. ასე რომ, ახლო მომავალში, ვარსკვლავური წყვილის, ქორწილის ფოტოებს უნდა ველოდოთ. 

შეგახსენებთ, რომ ვენსანს, ყოფილ მეუღლესთან, მონიკა ბელუჩისთან, მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. მათ შორის მტრული კავშირი არ არსებობს. კასელის თქმით, თუ მონიკას, მისი დახმარება დასჭირდება, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, მის გვერდით გაჩნდება.  

იხ. ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე