20 წლის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთხელაც, მამაკაცი ქალბატონებს გარგნობაში შეეჯიბრებოდა და მაკიაჟს, მათზე უკეთესადაც კი გაიკეთებდა.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ეტაპზე, დასავლეთის ქვეყნებში, ყოველი მეოთხე ბიუთი-ბლოგერი - ძლიერი სქესის წარმომადგენელია. ისინი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან: მსახიობები, მომღერლები, ბლოგერები, შოუმენები და სხვათა შორის ბიზნესმენებიც. მიუხედავად იმისა, რომ ისინი, სხვადასხვა სფეროში, წარმატებულები და ცნობილები არიან, მათ მოთხოვნილება აქვთ, ექსტრავაგანტული მაკიაჟის მიმართ.
ცნობილი სახეებიდან, აღსანიშნავია დევიდ ბოუი, რომელიც მამაკაცებს შორის, პირველი იყო, ვინც ზიგი სტარდასტის მაკიაჟით, ეპატაჟურად წარსდგა საზოგადოების წინაშე. 70-იანი წლების ლეგენდარული მომღერალი, ცეცხლისფერ-წითურ თმებში, პუბლიკის გაოცებას იწვევდა.
ბოი ჯორჯი, რომელიც არ ჩამოუვარდება ბოუის წარმატებაში. მისი გარგნობა, 80-იან წლებში, საკმაოდ უცნაურაი იყო. ინგლისელი მომღერალი და კომპოზიტორი, ჯერ ისევ, მაკიაჟის მოყვარული და მომხმარებელია - თვალის კონტური, მისი გარეგნობის დამახასიათებელია.
როკ-ვარსკვლავი, ჯარედ ლეტო, რომელიც ასევე გამოირჩეოდა თვალის მაკიაჟით. შავი ფერის თმებით და ფრჩილებზე, შავი ფერის ლაქით. მუდამ ახალგაზრდა მომღერალი და მსახიობი, დღემდე, უცნაური ჩაცმულობის სტილის ადამიანად ითვლება და ხშირად ხვდება თანამედროვე, ყველაზე ლამაზი მამაკაცების სიაში. მაგრამ მაკიაჟის სიყვარული მსახიობს, დღემდე არ განელებია.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონა - ჯეფრი სტარი, რომელიც ბიუთი-ინდუსტრიაში, ცნობილია, როგორც მილიონერი და ამავე დროს, ერთ-ერთი კოსმეტიკური საშუალებების ბრენდის მფლობელი.
ბოდიბილდერის სხეული, წვერი და მუქი ფერის მაკიაჟი, რის გამოც აფეთქდა სოციალური ქსელები. პაველ პეტელი - ცნობილია როგორც მაკიაჟის და ვარცხნილობის რეგულარულად შემცვლელი, რომელიც ხშირად, ბრჭყვიალა წვერით პოზირებს.
ამერიკელი ბლოგერი და ვიზაჟისტი, ჯეიმს ჩარლზი, რომელსაც ცოტა ხნის წინ, 19 წელი შეუსრულდა, ინსტაგრამზე, უკვე 7 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. ჩარლზი, ხშირათ მიმართავს ექსპერიმენტებს და იცვლის მაკიაჟის ფერებს.
რუსი ახალგაზრდა ვიზაჟისტი, ანდრეი პეტროვი, რომელიც ცნობილი იყო, როგორც ყველაზე ეპატაჟური ბლოგერი, ნამდვილი მხატვარი გახდა. ტალანტის თაყვანისმცემლების რიცხვმა, ინსტაგრამზე და YouTube-ზე , მილიონს გადააჭარბა.
იხ. ფოტოკოლაჟი: