ოსკარზე, საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად, ეროვნულმა კინოცენტრმა, სპეციალური კომისია შექმნა.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
კომისია 9 წევრისგან შედგება:
1. დიმიტრი მამულია - კინორეჟისორი
2. გივი-ბესიკ ოდიშარია - სცენარისტი
3. ლომერ ახვლედიანი - ოპერატორი
4. ია შუღლიაშვილი - მსახიობი
5. კახა კანდელაკი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი
6. ზურაბ მაღალაშვილი - ეროვნული კინოცენტრის დირექტორი
7. კოტე ჯანდიერი - სცენარისტი
8. ნინო მხეიძე - კინომცოდნე
9. ლევან კიტია - კინორეჟისორი
რამდენიმე კვირის წინ, ამერიკის კინოაკადემიამ, ტრადიციულად, თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეერჩია 2018 წლის კანდიდატი ფილმი, საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.
24 ივლისს, ეროვნულმა კინოცენტრმა, განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 3 აგვისტოს დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიისა და ეროვნული კინოცენტრის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ შემოვიდა, 6 განაცხადი.
შესაბამისად, ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად, წელს, შემდეგი 6 ქართული ფილმი იბრძოლებს:
„ხიბულა - რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
„ნამე - რეჟისორი ზაზა ხალვაში
„ჰორიზონტი - რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი
„დედე - რეჟისორი მარიამ ხაჭვანი
„ექვთიმე ღვთისკაცი - რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე
„ჰამლეტი - რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი
კომისიის წევრებისთვის შერჩეული ფილმების, დახურული ჩვენებები 30 და 31 აგვისტოს გაიმართება,
31 აგვისტოს კი, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, გამარჯვებული ფილმი გამოვლინდება, რომელიც წელს, საქართველოს კანდიდატი ფილმი გახდება, ოსკარზე.