ანგელა მერკელი: საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შემცირდა

18:44 08-23-2018
212

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შემცირდა. მისი თქმით, საქართველო ცალსახად არის უსაფრთხო ქვეყანა.   ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯერ კიდევ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების კონტექსტში მართლაც ძალიან მალე ძალიან ბევრი თავშესაფრის მაძიებელი ჩამოვიდა საქართველოდან. შემდეგ შემცირდა რაოდენობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კიდევ უფრო შემცირდება ასეთი პირების რაოდენობა. ეს არ ღირს ამად“, - განაცხადა მერკელმა.