აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტექსტში, ნატო-ში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას ვერ ვხედავ - ანგელა მერკელი

11:34 08-24-2018
108

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტექსტში, საქართველოს ნატოში სწრაფი გაწევრიანება ვერ მოხდება - ამის შესახებ მან სტუდენტის მიერ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

"გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილი, ნატო-ში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას ვერ ვხედავ, მაგრამ სწორედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტექსტში, ჩემი აზრით, სწრაფ გაწევრიანებაზე ვერ ვისაუბრებთ, ყოველ შემთხვევაში, გერმანიის პოზიცია ასეთია, ასეთი დარჩება.

ამის მიუხედავად, ნატო-ს ბოლო სამიტზე დამტკიცდა ნატო-საქართველოს პაკეტი. დღეს შევხვდები გერმანელ ჯარისკაცებს, რომლებიც წვრთნებში იღებენ მონაწილებს ქართულ შეიარაღებულ ძალებთან ერთად. ეს არის ის, რაც არის შედარებითი კულტურა შეირაღებული ძალების, სტანდარტები ჩვენი ქვედანაყოფების. მაგალითად, გერმანია და საქართველო ერთობლივად მოქმედებენ ავღანეთში, საქართველო მონაწილეობს ნატო-ს მისიებში, ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართულებით. ნელ-ნელა ყველაფერი ახლოვდება, ყველაფერი იზრდება. ეს არის ჩემი ხედვა და პასუხი ამ კონკრეტულ კითხვაზე“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

დრეს გერმანიის კანცლერი, სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. გერმანიის კანცლერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა.

ავტორი: