ვინ არის ჯენიფერ ენისტონის ახალი შეყვარებული - "გული არ მაქვს "გატეხილი" მაგარამ ძალიან მტკივა"

12:08 08-24-2018
470

2018 წლის თებერვალში, ჰილივუდის მსახიობები, ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ, 3 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ოფიციალურად განქორწინდნენ. ვარსკვლავები აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება, ორივე მხარემ ერთად მიიღო და მაგრამ, ისინი მეგობრებად დარჩნენ. 

ზაფხულში, 49 წლის მსახიობი, ინტერვიუში აცხადებს, რომ განქორწინებამ მასზე, გარკვეული როლი ითამაშა:

გული არ მაქვს გატეხილი, მაგარამ ძალიან მტკივა. არავინ იცის, რა ხდება დახურულ კარს მიღმა. ვერავინ ხვდება, ჩვენს გულისტკივილს. არავინ ფიქრობს იმაზე, რაც მე გადავიტანე, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად - ამბობს ენისტონი. 

განქორწინების შემდეგ, მსახიობი, დასასვენებლად ტაიტზე ისვენებდა, შემდეგ კი კრივით იყო გატაცებული.

რამდენიმე ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ჯენიფერს, ახალი შეყვარებული გამოუჩნდა - ლეიონ აზუბუიკე, მისი პირადი მწვრთნელი, კრივში. 

რამდენიმე ხნის წინ, ლეიონმა, სოციალურ ქსელში, ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ხელში უჭირავს ჟურნალი InStyle, რომლის გარეკანზეა ენისტონი:

უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, როცა საყვარელ საქმეს ვაკეთებ, ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია - წერს ტრენერი.  

სპორტსმენი - ავსტრალიური ჟურნალის  Vogue-ის სახეა - ლეიონს, ცოტა ხნის წინ ფოტოსესია ჰქონდა, რომლის ფოტოები, ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. 

ჯენიფერ ანისტონის წარმომადგენლები, მათ რომანს არ ადასტურებენ. 

შეგასენებთ, რომ ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ, 2011 წლიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთი წლის შემდეგ, წყვილმა, ნიშნობის შესახებ, განცხადება გააკეთა. 2015 წელს, საიდუმლო ქორწილი გადაიხადეს. ამის შემდეგ კი, მალე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილს, ურთიერთობაში პრობლემები ჰქონდა. 

ჯენიფერს, პირველი ქორწინება, ჰოლივიდის ვარსკვლავთან, ბრედ პიტთან ჰქონდა, რომელსაც 2005 წელს, გაეყარა. განქორწინებიდან, რამდენიმე ხნის შემდეგ, ბრედმა, ურთიერთობები ანჯელინა ჯოლისთან დაიწყო და რამდენიმე წლის შემდეგ,  წყვილი შეუღლდა. სამწუხაროდ, მათი ქორწინებაც, წარუმატებელი აღმოჩნდა. ამ ეტაპზე, ვარსკვლავური წყვილი, ჯერ კიდევ განქორწინების პროცესშია. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე