მაიკლ ჯექსონის ძმა 40 წლით უმცროს მოდელზე ქორწინდება - "სიყვარულმა ასაკი არ იცის"

13:38 08-24-2018
250

სიყვარულმა ასაკი არ იცის - მაიკლ ჯექსონის ძმამ, ამ ფრაზის მნიშვნელობა დაადასტურა. 63 წლის, ჯერმეინ ჯექსონი, 23 წლის მოდელზეა შეყვარებული.

რამდენიმე ხნის წინ, ჯერმეინმა, ჰოლანდიის გამომცემლობა De Telegraaf-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახლო მომავალში ქორწილის ცერემონიას გეგმავს. მისი რჩეული კი, 23 წლის მოდელი, მადე ველასკესია. 

მადესთან ურთიერთობა, ჯერმეინმა, მესამე ცოლთან, ჰალიმ რაშიდთან, გაყრის შემდეგ, რამდენიმე თვეში დაიწყო. წყვილი, 12 წელი ერთად ცხოვრობდნენ. მიზეზი, ჯერმეინის, ყოფილი ცოლის მიმართ, აგრესიული დამოკიდებულება გახდა. 

ჰალიმთან ქორწინებამდე, მას ცოლად, მოდელი, ჰეზელ გორდეილი ჰყავდა, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს. მათი ურთიერთობა, 15 წელს გაგრძელდა.

ჰალმისთან განქორწინების შემდეგ, მას რომანი ჰქონდა, მარგარეტ მალდონადოსთან, რომელმაც ორი შვილი გაუჩინა

ჯერმეინის ერთ-ერთი ცოლი კი, მისი უმცროსი ძმის, რენდის მეგობარი -ალეხანდრა ოაზიაზა გახლდათ, რომელმაც ასევე ორი შვილი გაუჩინა.

იხ. ფოტოკოლაჟი: 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე