რა საჩუქარი მიიღო გერმანიის კანცლერმა, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისგან, საქართველოში ვიზიტისას

13:40 08-24-2018
154

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისგან, საჩუქარი მიიღო. ამის შესახებ მერკელის ოფიციალურ ინსტაგრამის გვერდზე წერია და თან ფოტოც აქვს დართული:

„სიმღერა სადილზე და მოულოდნელი საჩუქარი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერს გადასცა მე-17 საუკუნის ტილო, რომელიც ომის შემდეგ 1945 წელს დრეზდენის მუზეუმიდან დაიკარგა, შემდეგ აღმოჩნდა საბჭოთა კავშირში და ბოლოს საქართველოში“, – აწერია ფოტოს.

გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელსა და სამთავრობო დელეგაციას, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება,  ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და გერმანელი და ქართველი ხალხის მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება.

ოფიციალური ვახშამი კულტურულ პროგრამასაც მოიცავდა, რომელშიც ანსამბლი „შვიდკაცა“, ნიკოლოზ რაჭველი ორკესტრთან ერთად, „სუხიშვილები“ და ნატო მეტონიძე მონაწილეობდნენ. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ფუნიკულიორამდე ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს. 



ავტორი: