რეპერი Snoop dogg "კულინარიული რეცეპტების კრებულს" გამოსცემს - "ინგრედიენტებში "ჰაშიში" არ მოიაზრება"

15:06 08-24-2018
127

რეპერმა, Snoop dogg-მა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო -  საზოგადოებას, მადა გაუღვიძოს და გემოვნება აუმაღლოს. ცნობილი მუსიკოსი, მისი საყვარელი კულინარიული რეცეპტების წიგნს - From Crook to Cook გამოსცემს.  

რეპერმა, ეს ფაქტი, ჯერ კიდევ ორი წლის წინ დააანონსა, Martha & Snoop's Potluck Dinner Party-ს შოუზე. 

სნუპი გპირდებათ, რომ თქვენ, გემრიელი მენიუს მომზადებას გასწავლით. წიგნის პრეზენტაცია, ოქტომბერში გაიმართება და მისი ღირებულება - 25 დოლარი იქნება. რეცეპტების კრებული, როგორც მსუბუქი საუზმის, ასევე რთუად მოსამზადებელ მენიუს - ტერმიდორს და ქათმის ფილე მაიონეზში გვთავაზობს.

წიგნის გამოცემაში აღნიშნულია, რომ მომღერლის რეცეპტების კრებულის მენიუს ინგრედიენტებში, ნარკოტიკული ნივთიერება კარაბისი(ჰაშიში), არ მოიაზრება, რაც მათი მხრიდან, იმის მანიშნებელია, რომ რეპერი, მარიხუანას მოყვარულია. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე