უმა თურმანის და იტან ჰოუკის, 20 წლის ქალიშვილი, მაია ჰოუკი, კვანტინ ტარანტინომ ფილმში ერთხელ ჰოლივუდში მიიწვია.
შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის მსახიობი, უმა თურმანი, რეჟისორის, კვანტინ ტარანტინოს უამრავი ფილმის, მთავარი გმირია.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა როლს შეასრულებს მაია, ახალ პროექტში.
ფილმის გადაღებები, რამდენიმე თვის წინ დაიწყო, სადაც მთავარი როლის შემსრულებლები არიან, ჰოლივუდის ვარსკვლავები ლეონარდო დი კაპრიო და ბრედ პიტი.
ფილმში მონაწილეობა, მაია ჰოუკისთვის, პირველი არ იქნება. მან, უკვე ორ ფილმში პატარა ქალბატონები და ძალიან უცნაური საქმეები-ის მესამე სეზონში ითამაშა.
რაც შეეხება, უმა თურმანის და კვანტინ ტარანტინოს ურთიერთობას, მათ ყოველთვის გასაკუთრებული კავშირები ჰქონდათ. რამდენიმე წლის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეჟისორმა, როგორც იქნა თავისი მუზა აღმოაჩინა. თუკი, ეს ამბავი სიმართლეს შეესაბამება, ჩათვალეთ, რომ მათ სასიყვარულო რომანს, დიდი ხნის ისტორია, არ ჰქონდა.
იხ. ვიდეორგოლი და ფოტოკოლაჟი: