სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები გრძელდება

16:45 08-24-2018
99

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები გრძელდება. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, დღეს დილით გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ პირველ მოადგილედ, ირაკლი ჯიქია დანიშნა, რომელიც წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ხოლო ბოლო პერიოდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსმა, თანამდებობა საკუთარი ნებით, გუნდთან ერთად დატოვა.

ამ დროისთვის უცნობია თუ ვინ ჩაანაცვლებს პაატა ლაგვილავას. შეგახსენებთ, რომ გუშინ თანამდებობა ყოფილი გუბერნატორის, ლევან შონიას პირველმა მოადგილემ, დავით კოდუამაც დატოვა.

 

 

მზეკო ჟვანია