ასტროლოგი სოფია ბზეკალავა, სავსემთვარეობასთან დაკავშირებით, მოსახლეობას რჩევებს აძლევს.
"26 აგვისტოს სავსემთვარეობაა თევზების ♓ ზოდიაქოს ნიშანში. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დღე ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ ემოციური იქნება. შესაბამისად მოერიდეთ კონფლიქტებს, წყენებს, აკონტროლეთ მადა და სიჩქარე საჭესთან. მეტი სიმშვიდით მიუდექით გაჭირვეულებულ ბავშვებს (ასეთ დღეებში პატარები ზომაზე მეტად ცელქობენ ხოლმე).
თევზები ზოდიაქოს ყველაზე ბოლო, ყველაზე იდუმალი და მისტიური ნიშანია. ამასთანავე ამ ნიშნის მთავარი თვისებაა გარშემომყოფების მიმართ უსაზღვრო ემპათია, თანაგრძნობის უნარი და ფსიქოლოგიური სიღრმე. თევზების ნიშანი ასტროლოგიაში გულწრფელი სინანულის და მიტევების სიმბოლოა. შესაბამისად, ეს დღე კარგია საიმისოდ რომ ყველა იმ ადამიანთან ურთიერთობას გადახედოთ ვინც წარსულში რაიმე მიზეზით გული გატკინათ ან გაწყენინათ. ეს შესანიშნავი დღეა ზოგადად წარსულში დაგროვილი ემოციების გადასაფასებლად.
თევზების ნიშანი ასევე ოცნებების და უპირობო (გულიდან წამოსული) რწმენის სიმბოლოა. დაფიქრდით რაზე ოცნებობთ გულით, რისი გწამთ და რისი გჯერათ? რა სახის სურვილი ან ოცნება გინდათ რომ აგისრულოთ სამყარომ? თუკი თქვენი სურვილები გულიდან წამოსული, იქნება მერწმუნეთ ყველა ჩანაფიქრი სამომავლოდ აუცილებლად აგისრულდებათ" - წერს ასტროლოგი სოციალურ ქსელში.