დღეს სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი გაიმართება

10:42 08-27-2018
97

მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი განახლდება.  ბრალდებულის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძეს თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს. 

სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი. 

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების თაობაზე დააკმაყოფილა. ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.