ვინ დაადგა თვალი ირაკლი მაქაცარიას და რატომ დაუწერეს დაბალი ქულა უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ტელეწამყვანს - (ვიდეო)

11:49 08-27-2018
3943

ირაკლი მაქაცარია უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმ შოუს“ პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე ავრცელებს. სწორედ ნოემ გამოაქვეყნა გუშინ ირაკლის პირველი გამოსვლა პროექტის გახსნაზე. მის ფეისბუქმეგობრებს საშუალება ჰქონდათ პირდაპირ ეთერში ედევნებინათ თვალი ირაკლის ცეკვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჟიურის წევრებმა საქებრი სიტყვები არ დაიშურს ირაკლის მისამართით, ქულები არც ისე სახარბიელოდ გამოიყურებოდა. „ჟიურის შუაში რომ ქალი ზის მაგან თვალი დაადგა მაქაცას და ამიტომ დაუწერა ექვსი ქულა“ - ეს ნოეს კომენტარი იყო ლაივის ბოლოს.

როგორც ნოემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ირაკლი ქულებით პირველ ადგილზეა მონაწილეთა შორის. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ქართველ მონაწილეს.

შეგფახსენებთ, რომ ირაკლი ქართული „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილეც გახლდათ. მისი და სალომე ჭაჭუას წვილი ფინალში გიორგი ბახუტაშვილთან და ჯულიანა ბარგნართან დამარცხდა და მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

გთავაზობთ ვიდეოს.



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი