ქართველი ტელევარსკვლავი, პროფესიით კინოპროდიუსერი ირაკლი მაქაცარია ამჯერად უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ქართული „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილეც გახლდათ და რეალური კანდიდატი გამარჯვებისა. მისი და სალომე ჭაჭუას დუეტი რამდენიმე ხმით ჩამორჩა გიორგი ბახუტაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის წყვილს და გამარჯვება დათმო.
ახლა „პრაიმშოუს“ ერთ-ერთი წამყვანი უკრაინულ პროექტში ცდის ბედს. გუშინ პირველი ტური გაიმართა, სადაც ქართული ანალოგიური პროექტის ფინალისტმა ამ დროისთვის საუკეთესო ქულები დააგროვა. ნახეთ მისი პირველი გამოსვლა უკრაინულ პროექტში.