სამი წლის ბავშვი რომელმაც ერთი წლის ძმა სიკვდილს გადაარჩინა სამი დღის განმავლობაში წყლის და საკვების გარეშე იმყოფებოდა

13:53 08-27-2018
9437

აშშ-ში, არიზონას შტატში, საინფორმაციო პორტალის Day.Az-ის წყაროს ცნობით, რამდენიმე დღის წინ, უბედური შემთხვევა დაფიქსირდა.

უოშიტოს გარეუბანში, ავტომობილი, რომელსაც ქალბატონი მართავდა, მოულოდნელად, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა, სადაც ორი მცირეწლოვანი - სამი და ერთი წლის ბავშვი იმყოფებოდა. ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. ავარიის შემდეგ, სამი წლის ბავშვმა, კაილენ ჰოლიმანმა, მანქანიდან გადმოსვლა მოახერხა და გზის გაკვლევა სცადა.  

როცა ბავშვი, ავტომობილიდან გადმოვიდა, გარდაცვლილ დედასთან მივიდა და გამოფხიზლება სცადა - გადაწყვიტა, რომ ჩაეძინა - ამბობს კაილენის ბაბუა. 

საინფორმაციო პორტალი ABC15 Arizona-ს ინფორმაციით, ბავშვმა, ტრაგედიის ადგილას, ერთი წლის ძმასთან ერთად, რომელიც ავტომობილის ბავშვის სავარძელში იმყოფებოდა, სამი დღე-ღამე გაატარა. მეოთხე დღეს, მან გადაწყვიტა, გზის გაკვლევა და ადამიანების საძებნად წავიდა. გზაზე მიმავალი ბავშვი, პოლიციელებმა შენიშნეს და დახმარება აღმოუჩინეს.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა, ბავშვები, კლინიკაში გადაიყვანეს. საბედნიეროდ, ორივე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

უოშიტოს გარეუბნის დეტექტივის, ნეიტან გრილის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალბატონი, ფეხმძიმედ იმყოფებოდა.

ჩემი 11 წლიანი სამუშაო დროის განმავლობაში, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ერთდროულად, საწაულიც მომხდარიყო და ტრაგედიაც - ამბობს დეტექტივი. 

იხ. ფოტო: 

  

ავტორი: რუსა ღვანიძე