"Spice Girls"-ის სოლისტი ალკოჰოლიზმის და სექსუალური ლტოლვის დასამარცხებლად კლინიკაში მკურნალობს - "სექსი და სასმელი ყველანაირ სტრეს და დაძაბულობას მიხსნიდა"

16:12 08-27-2018
527

მუსიკალური ჯგუფის Spice Girls-ის სოლისტი, მელანი ბრაუნი, კინოპროდიუსერ სტივენ ბელაფონტესთან სკანდალური განქორწინების შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში, დეპრესიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

საინფორმაციო პორტალი The Sun-ის ინფორმაციით, ექვსი თვის შემდეგ, მომღერალმა, მდგომარეობიდან გამოსვლა შესძლო და ლოს-ანჟელესში, ერთ-ერთ შოუში მიიღო მონაწილეობა. მისი შემდეგი ნაბიჯი კი, კლინიკაში ალკოჰოლიზმის და სქსუალურ ლტოლვაზე დამოკიდებულებისგან მკურნალობაა. 

43 წლის მომღერალმა, მელანი ბრაუნმა, ინტერვიუში განაცხადა, მის პირად  ცხოვრებაში, ბოლო ექვსი თვე, უმძიმესი პერიოდი იყო.

ეს პერიოდი, ჩემს პირად ცხოვრებაში, ყველაზე მძიმედ გადავიტანე. დაწყებული მამის გარდაცვალებიდან, დამთავრებული ჩემს ყოფილ მეუღლესთან სკანდალებით. გამოგიტყდებით, რომ    ნამდვილად ხშირად მოვიხმარდი ალკოჰოლს, ამ საშინელი ტკივილის დასამარცხებლად. იყო შემთხვევები, როცა ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი. სასმელი და სექსი, დეპრესიისგან მათავისუფლებდა და ყველანაირ სტრესს და დაძაბულობას მისნიდა - ამბობს მელანი. 

რამდენიმე ხნის წინ, მომღერალი, ერთ-ერთ კლინიკაში, EMDR-ის თერაპიული მკურნალობის კურსს გადიოდა. მელანის დაგეგმილი აქვს, მკრნალობა, დიდ ბრიტანეთის კლინიკაში გააგრძელოს. 

უკვე გავაცნობიერე, რომ კრიზისულ სიტუაციაში ვიმყოფები. ბევრს ვიბრძვი იმისთვის, რომ საუკეთესო ადამიანი გავხდე ჩემი შვილებისთვის, ოჯახისთვის და ყველა იმ ადამისთვის, ვინც ჩემი თაყვანისმცემელია და ჩემზე ზრუნავს - ამბობს მომღერალი.   

იხ. ფოტოკოლაჟი:

  

ავტორი: რუსა ღვანიძე