მინდა ყველას მშვიდობა ვუსურვო, განსაკუთრებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს - ციხელაშვილი

12:40 08-28-2018
78

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს მრევლს მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და თითოეულ მართლმადიდებელ ოჯახს მშვიდობა უსურვა.

მინისტრმა დღევანდელი დღე  განსაკუთრებულად იმ ადამიანებს მიულოცა, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. 

"მინდა ყველას მივულოცო პირველ რიგში მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული. მინდა ყველა ოჯახს საქართველოში და მთლიანად ჩვენს მრევლს, სამშობლოს ფარავდეს ღვთისმშობელი. მინდა ყველა ოჯახს ვუსურვო კეთილდღეობა, მშვიდობა რაც მთავარია. განსაკუთრებით მინდა მივულოცო ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზების გასწვრივ. დევნილებს, იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც გადაუჭრელი კონფლიქტი არის ყოველდღე. მინდა მათ გამძლეობა ვისურვო. ღვთის წყალობა ვისურვო", - განაცხადა ციხელაშვილმა სიონის ტაძარში ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს, სიონის საპატრიარქო ტაძარში, მთავრობის წევრებთან ერთად, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვას ესწრება, რომელსაც უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.