მამუკა ბახტაძე: მინდა განსაკუთღებულად მივულოცო მარიამობა ჩვენს მოქალაქეებს ცხინვალსა და სოხუმში, ასევე, ჩვენს ემიგრანტებს

13:03 08-28-2018
143

განსაკუთრებულად მინდა, მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს მარიამობა ცხინვალსა და სოხუმში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.

„თითოეული ქართველისთვის დღეს არის განსაკუთრებული დღეა.  დღეს, ჩვენი მრავალეთნიკური ერი ამ დიდებულ დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს. საქართველო არის წილხვედრი ქვეყანა ღვთისმშობლისა და ამავე დროს, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომ ყველა მორწმუნე ადამიანმა და ყველა მოქალაქემ ეს დღე უნდა აღნიშნოს ქრისტესმიერი სწავლებით. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. მინდა განსაკუთრებულად  მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს მარიამობა ცხინვალსა და სოხუმში. ასევე, განსაკუთრებული სითბოთი მსურს მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს სხვადასხვა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ მეგობრებო ამ დიდებულ დღესასწაულს. ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში საკათედრო საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.