სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ერთ-ერთი დამფუძნებელმა, დავით დვალმა, რომელიც ცნობილია, როგორც პირველი ასტროფოტოგრაფი საქართველოში და ასევე მოყვარული ასტროფოტოგრაფების ჯგუფის Geo-Astro-ის დამფუძნებელი, საქრთველოში მცხოვრები გერმანელის, მოწამვლის ფაქტს გამოეხმაურა - რომელსაც სისხლში, ნორმაზე მეტი ტყვიის შემცველობა აღმოაჩნდა და სოციალურ ქსელში, შემაშფოთებელი სტატუსი გამოაქვეყნა:
გაიცანით, ტეტრაეთილ ტყვია - საქართველოში, ტყვიით დაბინძურების მთავარი წყარო და ძლიერი კანცეროგენი, 100 ჯერ უფრო ტოკსიკური, ვიდრე არაორგანული ტყვია. გამოიყენება, დაბალი ხარისხის საწვავის, ოქტანური რიცხვის გასარზრდელად.
ტყვიით მოწამვლის უმძიმესი შედეგების შესახებ, ცნობილი გახდა, 1950-ან წლებში, მაგრამ საწვავის მწარმოებელთა ძლიერი ლობის გამო, აკრძალვა, დიდ ხანს ვერ მოხერხდა. საბოლოოდ, ამერიკაში აიკრძალა - 1986 წელს, ევროპაში სრულად - 2000 წელს, წევრი ქვეყნების უმრავლესოვბაში, გაცილებით ადრე.
იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც ეთილირებული ბენზინის მოხმარება აკრძალეს, საქართველოს, ვერ ნახავთ. ეტაპობრივ შემცირებაზე მიიღეს ოდესღაც კანონი. დღეს რა ხდება, არავინ იცის, არც არასამთავროები ინტერესდებიან ამ საკითხით და არც მედია. დახურული თემაა, მოკლედ.
ირიბად შეიძლება მხოლოდ მსჯელობა - მანქანების უმრავლესობას კატალიზატორი, ამოცლილი აქვს, რადგან ის, ტყვიის შემცველ ეთილირებულ საწვავთან, არაა თავსებადი...
რაზე გამახსენდა და დღეს, პოსტი შემხვდა - ერთ საქართველოში მცხოვრებ გერმანელს, ნორმაზე ბევრად მაღალი ტყვია აღმოაჩნდა სისხლში. ჰოდა ვიყოთ ასე...
P.S. კომენტარებში გამოითქვა აზრი, რომ ტყვიით დაბინძურების, სხვა წყაროა საძებნი. ინფორმაციისთვის - ქვეყნებში, სადაც საწვავში ტყვიის დამატება აიკრძალა, დაბინძურება 50(!) ჯერ შემცირდა. არანაირი სხვა მნიშვნელოვანი წყარო, არ არსებობს! - წერს დავით დვალი.