ბიონეს და ჯეი ზის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი თავს დაესხა საკონცერტო ტურის "On The Run II" მსვლელობის დროს (ვიდეორგოლი)

13:05 08-29-2018
514

რამდენიმე დღის წინ, ბიონსემ და ჯეი ზიმ, მსოფლიო საკონცერტო ტური On The Run II, ატლანტაში გამართეს. 

კონცერტის მსვლელობის დროს, როცა წყვილი, სიმღერას - Apesh-t-ს ასრულებდა, ინციდენტი დაფიქსირდა - ვარსკვლავური წყვილის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი, პირდაპირ სცენაზე ავარდა. ბიონსე და ჯეიმ, ვერ მოსწრეს სცენიდან გასვლა, როცა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, მოულოდნელად თავს დაესხა.

პირველი, ვინც წყვილის გადარჩენას შეეცადა, სცენაზე მყოფი მომღერლები და მოცეკვავეები იყვნენ. მხოლოდ ამის შემდეგ, მოახერხა დაცვის თანამშრომლებმა, სიტუაციის დარეგულირება. 

წყვილის თაყვანისმცემლების ვარაუდით, დაცვის სამსახურის უფროსს, თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.  

წყვილის წარმომადგენელმა, ინციდენტიდან, რამდენიმე ხნის შემდეგ, განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ თაყვანისმცემელი, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მართალია, მამაკაცმა ვერ შესძლო, წყვილისთვის ზიანის მიყენება, მაგრამ ბიმ და ჯეიმ, კონცერტის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებაზე, უარი განაცხადეს.  

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოები:

 

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე