7 წლის ქუთაისელმა გეგა სოფრომაძემ, ტოიოტას” გლობალური კონკურსის - ყველაზე მოტივირებული და მხატვრული ნაშრომის ნომინაციაში გაიმარჯვა. დაჯილდოების ცერემონია, იაპონიაში, დღეს გაიმართა.
Van Gega დაჯილდოებაზე, საქართველოს სახელით, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი წარდგა. იგი პირველი ქართველი მხატვარია, რომელიც საქართველოს სახელით, „ტოიოტას“ კონკურსის ფინალის ათეულში მოხვდა. გეგა სოფრომაძის ნამუშევარი, მსოფლიოს მასშტაბით, 650 000 ნახატს შორის შეირჩა. ქუთაისელი პატარა ხელოვანი, უკვე მრავალი კონკურსის გამარჯვებულია.
გეგას დედა, ქრისტინე მესხი, შვილთან ერთად იაპონიაში იმყოფება. მან, გეგას წარმატების შესახებ ინფორმაცია, სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა:
დაჯილდოების ცერემონია - Van Gegas ხვდა წილად ნომინაცია მოტივირებული და მხატვრული ნაშრომი. გამარჯვებული კი ინდონეზიაა... ძალიან განიცადა, უნდოდა მეტად გაეხარებინეთ, მაგრამ გაიაზრა ეს წარმატებაც, დამშვიდდა და მომავალ გეგმებს სახავს - წერს ქრისტინე მესხი.
არცერთ კონკურსზე ისე არ უნერვიულია, დღეს რომ ღელავდა: - წინა კონკურსებზე ქართველებს არ ვეჯიბრებოდი, ეხლა კი სხვა გრძნობა მაქვს, დედა საქრთველოს წარმოვადგენო - წერს გეგას დედა.
იხ. ფოტოკოლაჟი: