ქეთა თოფურია და რეპერი გუფი, საიყვარულო ისტორიას, დიდი ხანია აღარ მალავენ. მართალია, წყვილი აცხადებს, რომ უბრალოდ მეგობრები არიან, მაგრამ ცხადია, რომ მათი ურთიერთობა, სასიყვარულო რომანში გადაიზარდა.
რამდენიმე თვის წინ, 39 წლის რეპერმა, ინსტაგრამზე ვიდეორგოლიც კი ატვირთა, სადაც ქეთას სიყვარულში გამოუტყდა.
დღეს, ქეთამ სოციალურ ქსელში, რეპერთან გადაღებული, ახალი ფოტო გამოაქვეყნა. კადრში წყვილი, საკმაოდ საყვარლად გამოიყურება!
შეგახსენებთ, რომ ქეთა თოფურიას და გუფს შორის რომანის შესახებ, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მომღერალი, ყოფილ ქმარს, ლევ გეიჰმანს, ოფიციალურად გაეყარა.
დოლმატოვი და თოფურია, რამდენჯერმე დაფიქსირეს ერთად, დასვენების დროს, მაგრამ მიუხედავად ამისა, რეპერი, აცხადებდა, რომ მათ შორის, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობები იყო.
იხ. ფოტო და ვიდეორგოლი: