„იმ ღამით ზუზუ მარტო არ იყო“- ახალი დეტალები მსახიობის გარდაცვალების საქმეში - exclusive

13:24 08-30-2018
6474

ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი ჯერ ისევ გაურკვეველია. გამოძიება ექსპერტიზის პასუხს ელოდება, თუმცა, ჯერ-ჯერობით არ დაუკითხავთ ოჯახის წევრები, ზუზუს დედა და მეუღლე. მსახიობის მეგობრებისგან შევიტყვეთ, რომ დაკითხულია ერთი პიროვნება, რომელიც შემთხვევის დროს ზუზუსთან ერთად იმყოფებოდა.

„პრაიმტაიმი“ მსახიობის მეგობრებსა და გამომძიებელს ესაუბრა.

ნინი დედალამაზიშვილი:

- ჩვენ ველოდებით გამოძიებას. გვაქვს ინფორმაცია რომ მარტო არ იყო. მასთან ერთად ერთი ადამიანი იყო თუ ორი, არ ვიცით. ჩვენ, მისმა მეგობრებმა არც ვიცოდით, რომ მას დოლიძეზე ვინმე ჰყავდა. რომ დამირეკა არც უთქვამს, სადმე თუ მიდიოდა. არადა ყველთვის, ყველაფრის საქმის კურსში მაყენებდა. ჩვენი საერთო მეგობარი, სანდრო მიკუჩაძე ცხოვრობს დოლიძეზე და მანაც არ იცის, ვისთან შეიძლება მისულიყო ის მისამართზე. მე ბთუმში ვიყავი მაგ დროს, ვერიკო ტურაშვილი და თამუნა გიორგაძე მივიდნენ პირველები. ვერიკომ რომ დამირეკა, პულსი ჯერ კიდევ ესინჯებოდა, თურმე.

ვერიკო ტურაშვილი:

- პირველმა მე გავიგე ეს ამბავი. როცა დამირეკეს, ჯერ ისევ ცოცხალი იყო. როგორც ვიცი, ვიღაც დაკითხა, ვინც მასთან ერთად იყო იმ მომენტში, თუმცა მისი ვინაობა არ ვიცი.

- ვისთან მიდოდა?

- არცერთმა მისმა მეგობარმა არ ვიცით თუ ვინმე ჰყავდა მას დოლიძის ქუჩაზე.

- ამ დღეს დაგირეკა ხო?

- კი, ველაპარაკე. შემთხვევამდე 40 წუთით ადრე აქვს მოწერილი ჩემს ტელეფონზე, „მიყვარხარო“.

დიმა სააკაშვილი (გამომძიებელი):

- სიახლე არაფერია, ჯერ ოჯახის წევრებიც არ დამიკითხავს.

- როგრც მისმა მეგობრებმა თქვეს, დაკითხულია ერთი პიროვნება რომელიც შემთხვევის დროს მასან ერთად იმყოფებოდა...

- კი ბატონო, დაკითხული მყავს, მაგრამ დეტალებს ამ ეტაპზე ვერ გავასაჯაროვებ.

- როდის იქნება ექსპერტიზის პასუხი?

- ამასაც ვერ გეტყვით.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი