ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 80 წლის ასაკში, გარდაიცვალა, საბჭოთა და რუსული ესტრადის მომღერალი, ბარიტონი - იოსებ კობზონი. ის იყო, რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი და სახელმწიფო დუმის დეპუტატი. 11 სექტემბერს მომღერალს, 81 წელი შეუსრულდებოდა.
მომღერალი, 13 წლის განმალობაში ონკოლოგიური დაავადებით იტანჯებოდა. რამდენიმე დღის წინ კი, კობზონი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, კლინიკაში გადაიყვანეს. მომღერალი, ამ დრომდე, ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა.
დღეს, მისი მდგომარეობა დამძიმდა და ექიმებმა, ლეგენდარული მომღერლის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. გარდაცვალების დროს, მასთან, ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ იოსებ კობზონი დაიბადა, უკრაინაში, 1937 წლის 11 სექტემბერს. ახალგაზრდობაში, იყო დნეპროპეტროვსკის და უკრაინის სრ-ის ჩემპიონი კრივში, რომლის კარიერა, სპორტსმენმა, ერთ-ერთი ტრამვის შემდეგ დაასრულა.
1956 წელს, იოსები, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ის, მუსიკალურ ანსამბლში მღეროდა, რის შემდეგაც გადაწყვიტა, ბედი ეცადა, მუსიკალურ კარიერაში.
ცნობილია, ის ფაქტიც, რომ კობზონმა, სამხედრო სამსახური, საქართველოში, კერძოდ დაბა მანგლისში, გაიარა.
1958 წელს, მან ქ. მოსკოვის გნესინის სახელობის ინსტიტუტში, ვოკალის ფაკულტეტზე ჩააბარა. მომავალი ვარსკვლავი, სტუდენტობის პერიოდში, სახელმწიფო ცირკში, ვოკალურ ნომრებს ასრულებდა. რის შემდეგაც, კობზონი, რადიოკავშირის სოლისტი გახდა.
იოსებ კობზონი, მთელი მისი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, უამრავი ჯილდოს მფლობელია. მუსიკოსმა, უამრავი ცნობილი მომღერალი აღზარდა - მისი სტუდენტებიდან აღსანიშნავია მომღერალი ვალერია, ირინა ოტიევა და სხვები.
იხ. ვიდეორგოლი და ფოტოები: