101 წლის ლეგენდა კირკ დუგლასი - მაიკლ დუგლასის ვაჟმა ბაბუის და შვილთაშვილის ფოტო გამოაქვეყნა

17:50 08-31-2018
1038

ცნობილი ვარსკვლავის, მაიკლ დუგლასის 39 წლის ვაჟმა, კემერონ დუგლასმა, ინსტაგრამზე, ბაბუის ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა, სადაც 101 წლის, ლეგენდარული მსახიობი, კირკ დუგლასი, 8 თვის შვილთაშვილს, ლუა იზის, ოჯახურ გარემოში, ეთამაშება. კემერონმა ფოტოს, სიყვარული უწოდა. მისი ლეგენდარული ბაბუა, მყუდრო, ოჯახურ გარემოში, ესიყვარულება პატარა ლუას.

კემერონ დუგლასი - მაიკლ დუგლასის უფროსი ვაჟიშვილია, რომელიც მსხიობთან, დიანდრა ლუკერთან შეეძინა. 

დუგლასიების ოჯახის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, კერკმა ვერ შესძლო ბრწყინვალე სამსახიობო კარიერის შექმნა. კემერონს, ცუდ კომპანიასთან ჰქონდა კავშირები, რის გამოც, ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი გახდა. რამდენიმე წლის წინ, მას,7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ოჯახი, კემერონს, ამის გამო, გვერდზე დაუდგა და 2016 წელს, პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

საკვირველია, რომ ყველაზე მეტად დედინაცვალი, კეტრინ ზეტა ჯონსი დაუდგა გვერდით, რომელსაც სიყვარულით, ზი-ზის ეძახის. კემერონი, ერთ-ერთი ინტერვიუს დრის აცხადებს, რომ კეტრინი, მას ყველაზე მძიმე წუთებში დაეხმარა და არც ერთი წუთით არ დატოვა. 

შეგახსენებთ, რომ კემერონის მეუღლემ, ვივიან ტაიბსმემ, 2017 წლის დეკემბერში იმშობიარა და ქალიშვილი გააჩინა. ლუა, მაიკლ დუგლასის პირველი შვილიშვილია. აღსანიშნავია, რომ მაიკლს, კემერონის გარდა, კეტრინ ზეტა ჯონსთან, ორი შვილი - 18 წლის დილანი და 15 წლის კერისი ჰყავს.

იხ ფოტოკოლაჟი:      

ავტორი: რუსა ღვანიძე