ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს კომისიაში მუშაობა არ შეუწყვეტიათ და საკუთარ მოსაზრებებს ორშაბათის სხდომაზე წარმოადგენენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, კომისიის ოპოზიცონერი წევრები ხმაურიანი განცხადებებით ყურადღების მიპყრობას ცდილობენ.
„სერგი კაპანაძის განცხადება არის უპასუხისმგებლო, კომისიის თავმჯდომარემ ასეთი სიცრუე არ უნდა იკადროს. ვინაიდან დასკვნის ბოლო ვერსია გუშინ გადმოგვცეს, გუშინდელ სხდომაზევე დავაფიქსირეთ, რომ ჩვენს მოსაზრებებს ორშაბათის სხდომაზე წარმოვადგენდით. ხმამაღალ განცხადებებს წინასწარ აკეთებენ. შედეგი ვერ დადეს ასეთი ხმაურიანი და ახლა ცდილობენ, ყურადღება მიიქციონ. კომისიის მუშაობაში ჩართვისკენ კაპანაძე ვის მოუწოდებს გაუგებარია. ჩვენ ბოლომდე ვიმუშავებთ და კომისია მუშაობას დადგენილ ვადებში დაასრულებს, შემდგომ კი დასკვნა პლენარულ სხდომაზე გამოვა“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.