ქართველი ძიუდოისტების კიდევ ერთი წარმატება - ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედალი, ხოლო ჭრიკიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

18:24 09-02-2018
358
თეგები: ძიუდო

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, დღეს ძიუდოში, კაცებს შორის 90 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალური შეჯიბრი გაიმართა. ფინალში, ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ჭრიკიშვილს კი ვერცხლის მედალი შეხვდა. წელს მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს.

ბრინჯაოს მფლობელები გახდნენ რუსი რომან დონცოვი და კანადელი მოჰაბ ელ-ნაჰასი.

მანამდე, ჭრიკიშვილმა ნახევარფინალში რუსი რომან დონცოვი დაამარცხა, ღვინიაშვილმა კი კანადელი მოჰაბ ელ-ნაჰასი.

90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრძოლისთვის მხოლოდ ერთი ვაკანტური ადგილი იყო დარჩენილი. სავარაუდოდ, მას დღეს გამარჯვებული ბექა ღვინიაშვილი დაიკავებს.

მსოფლიო ჩემპიონატი წელს ბაქოში, 20-27 სექტემბერს გაიმართება. 

ავტორი: