ქართველი წარმატებული მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ვიქტორია სეკრეტის ქასთინგის მეორე ტურში ვერ გადავიდა.
მოუხედავად იმისა, რომ 19 წლის ლამაზმანი ბევრს ვარჯიშობდა და უფრო თავდაჯერებული იყო, ვიდრე წინა წლებში, ამ წელს მას კიდევ უფრო ნაკლებად გაუმართლა.
წინა წლებში, პირველი ტურის გადალახვას თაკო ყოველთვის ახერხებდა.
სოციალურ ქსელში, მან საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაწერა, რომ დანებებას არ აპირებს.
ნაცვლიშვილი ქართველ მოდელებს შორის წარმატების თვალსაზრისით ერთ-ერთი პირველია.