აშშ-ის ღია პირველობაზე მერვედფინალურ ეტაპზე, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი ეჯიბრებიან. ბრძოლა აქტიურ ფაზაზე გადავიდა.
მატჩი „ფლეშინგ მედოუს“ საჩოგბურთო კომპლექსის ცენტრალური კორტზე თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწო. ამ დროისთვის ანგარიში ასეთია: 6:3, 6:3-, პირველი ორი სეტი ნადალიმ მოიგო, მესამე სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა 7:6 მოიგო. ახლა ფინალური ეტაპია.
ნადალი და ბასილაშვილი, შარშან, ერთმანეთს ერთხელ უკვე შეეჯიბრნენ. როლან გაროსის მესამე წრეში ბასილაშვილმა ესპანელ ჩოგბურთელთან მხოლოდ ერთი გეიმის – 6:0, 6:1, 6:0 მოგება შეძლო.
31 აგვისტოს, ბასილაშვილმა არგენტინელი ჩოგბურთელი გვიდო პელა 4 სეტში დაამარცხა და US Open – ის მერვედფინალში გავიდა. ნიუ-იორკში, სამი მატჩის მოგებით, ქართველმა ჩოგბურთელმა კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.
რაც შეეხება, ესპანელ ჩოგბურთელს, იგი მსოფლიოს პირველი ჩოგანია. 2001 წლიდან დღემდე, ნადალს არაერთი მნიშვნელოვანი ტურნირი აქვს მოგებული.