აშშ-ს ღია პირველობაზე ნადალიმ ბასილაშვილი დაამარცხა

23:53 09-02-2018
195

აშშ-ის ღია პირველობაზე მერვედფინალურ ეტაპზე, ერთმანეთს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი დაუპირისპირდნენ.

საბოლოო გამარჯვება ნადალიმ მოიპოვა, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა ღირსეულად იბრძოლა. ანგარიში ასეთია: 6:3, 6:3, 6:7, 6:4 

პირველი ორი სეტის წაგების შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა ძალები მოიკრიბა და მესამე სეტი ტაიბრეიკით მოიგო. ბოლო ფინალურ ეტაპზე კი - 6:4 დამარცხდა, თუმცა ბრძოლა დაძაბულ და ღირსეული იყო.

მატჩი „ფლეშინგ მედოუს“ საჩოგბურთო კომპლექსის ცენტრალური კორტზე თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწო. 

ნადალი და ბასილაშვილი, შარშან, ერთმანეთს ერთხელ უკვე შეეჯიბრნენ. როლან გაროსის მესამე წრეში ბასილაშვილმა ესპანელ ჩოგბურთელთან მხოლოდ ერთი გეიმის – 6:0, 6:1, 6:0 მოგება შეძლო.

31 აგვისტოს, ბასილაშვილმა არგენტინელი ჩოგბურთელი გვიდო პელა 4 სეტში დაამარცხა და US Open – ის მერვედფინალში გავიდა. ნიუ-იორკში, სამი მატჩის მოგებით, ქართველმა ჩოგბურთელმა კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

რაც შეეხება, ესპანელ ჩოგბურთელს, იგი მსოფლიოს პირველი ჩოგანია. 2001 წლიდან დღემდე, ნადალს არაერთი მნიშვნელოვანი ტურნირი აქვს მოგებული.

ავტორი: