საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნიკოლოზ ბასილაშვილის და რაფაელ ნადალის ბრძოლას სოციალური ქსელით ეხმაურება.
""ნიკა, გულს ნუ დაიწყვეტ!
მთელი ქვეყნისთვის საამაყო ხარ!
დარწმუნებული ვარ, წინ ბევრი გამარჯვება გველოდება!" - წერს ბახტაძე.
აშშ-ის ღია პირველობაზე მერვედფინალურ ეტაპზე, ერთმანეთს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი დაუპირისპირდნენ.
საბოლოო გამარჯვება ნადალიმ მოიპოვა, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა ღირსეულად იბრძოლა. ანგარიში ასეთია: 6:3, 6:3, 6:7, 6:4
მატჩი „ფლეშინგ მედოუს“ საჩოგბურთო კომპლექსის ცენტრალური კორტზე თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწო და სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
31 აგვისტოს, ბასილაშვილმა არგენტინელი ჩოგბურთელი გვიდო პელა 4 სეტში დაამარცხა და US Open – ის მერვედფინალში გავიდა. ნიუ-იორკში, სამი მატჩის მოგებით, ქართველმა ჩოგბურთელმა კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. მან 180 სარეიტინგო ქულა და 266 ათასი დოლარი გამოიმუშავა.